უცხოეთი
რფ-ის უშიშროების საბჭო: „მსოფლიოში აშშ-ის ჰეგემონია დასრულდა, რუსეთი ფეხზე წამოდგა!“

1-redbluewhite-zar1_300_270საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. მსოფლიო არენაზე აშშ-ის ჰეგემონია დასრულდა და ახლა „ცივი ომის“ შედეგების შესაჯამებლად საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, - განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ევგენი ლუკიანოვმა.
მისი თქმით, უნდა გაიმართოს გლობალური კონგრესი, რომელიც ყველა საკვანძო მოთამაშეს მოუყრის თავს. „ახლა ამ ამოცანის გადასაჭრელად სხვა ორგანიზაცია, გარდა გაეროსი და გაეროს უშიშროების საბჭოსი, მსოფლიოში არ არსებობს“, - განაცხადა ლუკიანოვმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნა მან, არ არსებობს თამაშის წესები, არ არსებობს შეთანხმებები. ისინი დაირღვევა განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს მკაფიო ვალდებულებები. „და მაშინ მსოფლიო სულ უფრო ნაკლებად მართვადი და მეტად ქაოტური იქნება, - განაცხადა რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
მან აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიო არენაზე ძალების ახალი ცენტრი გაჩნდა, მათ შორის გაერთიანება БРИКС-ში შემავალი ქვეყნები. „და თავად რუსეთმაც შეძლო ფეხზე წამოდგომა“, - განაცხადა ლუკიანოვმა.