პოლიტიკა
საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლების მონიტორინგს არასამთავრობოები იწყებენ

IRIხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში მომავალი კვირიდან 5 საერთაშორისო და 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება. კონსულტაციებს სულ 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გაუწევს მონიტორინგს, მათ შორის 4 უკვე გარკვეულია. ესენი არიან: "სამართლიანი არჩევნები", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". რაც შეეხება კიდევ 4 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათგან ერთს ხელისუფლება დაასახელებს, ერთს - კონსულტაციების ინიციატორი 8 ოპოზიციური პარტია, ორს კი - სხვა ოპოზიციური პარტიები. უკვე ცნობილია ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან. ესენი იქნებიან NDI, IRI, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გაეროს წარმომადგენლობები.