საზოგადოება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სორინ დუკარუ იმყოფება

1-alasnato-saz1საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. შეხვედრას დაესწრნენ ასევე, მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და უელსში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსამზადებელი პერიოდი განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული სამხედრო კონტინგენტის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას
ირაკლი ალასანიამ სტუმარს ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიული კუთხით მიღწეული პროგრესი და საქართველოს თავდაცვის უწყებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტებზე.
ირაკლი ალასანიამ ნატოელ სტუმარს  გონივრული თავდაცვის პროექტში საქართველოს ჩართვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ნატოს კიბერუსაფრთხოების საკითხებში სამომავლო თანამშრომლობას. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ივლისში დაგეგმილ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაისა და ნატოს საერთაშორისო სამსახურის  დელეგაციის საქართველოში ვიზიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.