პოლიტიკა
პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა, მხარეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც შესაძლოა საქართველო ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღმოჩნდეს

1-abashidze-pol3საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულება, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი  ვაჭრობის შეთანხმება იყო.  პრეზიდენტის მრჩეველმა ექსპერტებთან იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა ამ ხელშეკრულების გაფორმებით მიიღებს.  შეხვედრისას აღინიშნა, რომ  ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო  გარემოს გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უცხოელ ბიზნესმენთა დაინტერესებას და, შესაბამისად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას. 
გიორგი აბაშიშვილი ექსპერტების რეკომენდაციებსაცგაეცნო. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროპის კავშირთან არის ახალი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, ინვესტორებისა და ყველა იმმეწარმისთვის, რომელიც საქართველოში აპირებს პროდუქციის წარმოებას. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო იყო ექსპერტთა პოზიციებისა და საინტერესოინიციატივების მოსმენა, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.