აქტუალური
“2014 წლის ბოლოდან საქართველოში მეოთხე თაობის მობილური სისტემისა და მომსახურების (LTA) დანერგვა დაიწყება” - ეკონომიკურმა საბჭომ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელა

1-mobiluri-aqtual-1საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ინფორმაცია მობილური კავშირგაბმულობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ეკონომიკურ საბჭოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ მიაწოდა.

აუქციონს ქსელის განვითარებისთვის საჭირო სიხშირეებზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემოდგომიდან გამოაცხადებს, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს კი მეოთხე თაობის მობილური სისტემისა და მომსახურების დანერგვა წლის ბოლოდან შეეძლებათ.