უცხოეთი
„მინდა, რომ ყველას ესმოდეს - ჩვენი ქვეყანა ამიერდანაც ენერგიულად დაიცავს რუსების, ჩვენი თანამემამულეების უფლებებს საზღვარგარეთ, ამისათვის გამოიყენებს არსებული საშუალებების მთელ არსენალს - პოლიტიკური და ეკონომიკურიდან დაწყებული, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ჰუმანიტარული ოპერაციებით, თავდაცვის უფლებით დამთავრებული“.
პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მომხდარი მსოფლიოში წლობით ნაგროვები ნეგატიური ტენდენციების კულმინაციას წარმოადგენს, რის შესახებაც რუსეთი თავის პარტნიორებს აფრთხილებდა. ასევე რფ-ის პრეზიდენტმა აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა უკრაინაში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტს:
„აბსოლუტურად მიუღებელია ჟურნალისტების მკვლელობა და ამის შესახებ გუშინ კიდევ ერთხელ შევახსენე უკრაინის პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა პრესის წარმომადგენელთა ლიკვიდაციისთვის. ეს ეხება როგორც რუს, ისე უცხოელ ჟურნალისტებსაც. ვის ეშინია ობიექტური ინფორმაციის? როგორც ჩანს, მათ, ვინც დანაშაულს სჩადის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიევის ხელისუფლების დაპირება დეტალური გამოძიების ჩატარების შესახებ რეალიზებული იქნება“, - განაცხადა მან.