სამართალი
საქართველოში საწვავი გაძვირდა

1-gadzvirda-sam2საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ბენზინის ფასმა 2-დან 5 თეთრამდე მოიმატა. კომპანიები ”ვისოლი” და ”გალფი” განმარტავენ, რომ საქართველოში საწვავზე ფასის მატება განაპირობა ნავთობის ღირებულების ზრდამ საერთაშორისო ბაზარზე, რამაც 7% შეადგინა. დღეის ვითარებით, ვისოლისქსელში ყველა მარკის საწვავზე ფასი 2 თეთრით გაზარდა. ეკო სუპერისფასი 2,35 ლარია, ”ეკო პრემიუმი”-2,27 ლარი ღირს, ”ეკო დიზელისფასი -2,30 ლარია, ”ეკო რეგულარი”- 2,17, ”ევრო რეგულარი”- 2,12, ”დიზელ ენერჯიკი – 2,14 ლარი ღირს.
გალფის ქსელში ავტოგასამართ სადგურებზე ყველა მარკის საწვავზე ფასმა ასევე 2 თეთრით მოიმატა: ფორტე პრემიუმისღირებულება 2,29 ლარია, ”ფორტე ევრო რეგულარი” – 2,20, ”რეგულარი”-2,12, ”ევრო დიზელი”- 2,28, ”დიზელი”-2,14 ლარი.