საქართველო, 2 ივნისი,
საქინფორმი. 19 ივნისს ნიდერლანდების სამეფოში ქართული მხარის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი
გიორგი დგებუაძე, მეტსახელად
„მასტერა“ დააკავეს. ამჟამად იგი საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული და საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება. საქართველოს პროკურატურამ უკვე გაგზავნა ნიდერლანდების სამეფოში საექსტრადიციო მასალები.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „მასტერას“ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და ასევე, დამამძიმებელი გარემოებებით განზრახ მკვლელობა ედება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.