რედაქტორისგან
საქინფორმი: „თუ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ნორმალური პრაქტიკა, რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან თქვენი წინამორბედი? თუ ევროკავშირთან ასოცირებული საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის?!“

1-sarsaak-pol3-red2საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "სარკოზი არის განსაკუთრებული ჩვენი ხალხისთვის, რადგან იმ მომენტში, როდესაც გვიჭირდა ძალიან, მისგან ვნახეთ არა მარტო სულიერი და პოლიტიკური, არამედ ფიზიკური მხარდაჭერა. ის იმყოფებოდა საქართველოში ურთულეს დღეებში. ეს არის ნორმალური პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე თანამშრომლობს გამოძიებასთან და პასუხს სცემს კითხვებს", - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან დაკავშირებით საქინფორმი ეკითხება საქართველოს პრეზიდენტს: „ბატონო მარგველაშვილო! თუ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ნორმალური პრაქტიკა, რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან თქვენი წინამორბედი - საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი? თუ საქართველო, რომელმაც ა.წ. 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დადო, დემოკრატიული ქვეყანა არ არის?!