აქტუალური
“ის ფაქტი, რომ 1 ივლისიდან „C“ ჰეპატიტის მკურნალობა 60%-ით იაფდება და პენიტენციალური სისტემის შემდეგ, ფასდაკლებების პროგრამაში ჩვეულებრივი მოქალაქეები ერთვებიან, საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია!”

1-heliotrop-aqt2საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. პროგრამაში ჯამში 10 ათასამდე ინფიცირებული მოხვდება. საქართველო „C“ ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით, ფარდობითი მონაცემებით მსოფლიოში მესამე, ამიერკავკასიაში კი პირველ ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2001 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო მსოფლიოში 150-200 მილიონამდე ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 4%. „C“ ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამკურნალო მედიკამენტის პეგირილებული „ინტერფერონის“ ერთი ამპულის 60%-იანი ფასდაკლებით, 160 ლარად შეძენის შესაძლებლობა მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს.

ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ განცხადებით, „საქართველოში ამ დრომდე „C“ ჰეპატიტის მკურნალობას არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებდა, რაც მისი მაღალი ღირებულებით იყო განპირობებული. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ სახის შეღავათის დაწესება მნიშვნელოვნად შეამცირებს ლეტალურ შედეგებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას პროგრამა უფრო ფართომასშტაბიანი გახადოს, რათა ის ყველა მსგავსი დაავადების მქონე პაციენტს შეეხოს”.