პოლიტიკა
"ეროვნული საბჭოს" ლიდერები თურქეთში მიდიან

dzidziguri_kukava"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "კონსერვატორების" ლიდერები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა თურქეთს ხვალ ეწვევიან. როგორც საინფორმთან საუბრისას კობა დავითაშვილმა განაცხადა, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ისინი მხოლოდ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. "მოგეხსენებათ, თურქეთში უზარმაზარი ქართული დიასპორაა, ჩვენ კი დიასპორებთან მიმართებაში აქტიურად ვმუშაობთ. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს სწორედ მათთან გავმართავთ. სხვა შეხვედრები არ გვქნება", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტი კვირის ბოლოს დასრულდება.