რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა

1-Ilia-saz-2-rel-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო!
დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი, მკვიდრნი საქართველოისანი ზეიმობენ დღევანდელ დღეს.
ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ – დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის!”, – ბრძანა ილია მეორემ.