საზოგადოება
“სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას პოლიტიკური ჭრილში აყენებენ და აცხადებენ, რომ პროექტი შეჩერებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში იყო გაჩერებული პროექტი, რომელიც სულ მალე ამოქმედდება.
მშენებლობის შედეგად, „დელისისა“ და „ვაჟა-ფშაველას” მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე, აქამდე არარსებული გვირაბი, დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს კი, ახალი, 23-ე სადგური მიემატება.