აქტუალური
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ლიგის სარდალი, ბრიგადის გენერალი მეელის კიილი და ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ლეონიდს კალნინი იმყოფებიან

1-Pribaltika-aqtual-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი.
ბალტიისპირელი სამხედრო მაღალჩინოსნები  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ  მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთისა და საქართველო-ლატვიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.  მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. სამხედრო მაღალჩინოსნებმა, ესტონეთისა და ლატვიის ქვეყნების სახელით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში საქართველოს ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურეს.