პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა

1-Bildt-polit-3საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა. კარლ ბილდტმა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრისას, ყურადღება საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის როლსა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს.
საქართველოს შემდეგ კარლ ბილდტი უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა.