აქტუალური
„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“ - საქართველომ ევროკავშირთან ხელშეკრულების დადება ვერ მოასწრო და უკვე ლიდერობს მთელი ევროპის მასშტაბით

1-mcdon-aqt2საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მაკდონალდსის ქსელმა ევროპის მასშტაბით საუკეთესო შეფასება მიიღო. სპეციალური ჯილდო საქართველოს მაკდონალდსს ამ დღეებში გადაეცა. სწრაფი კვების წამყვანი გლობალური ქსელი მაკდონალდსი ასეთ ჯილდოს ყოველწლიურად სხვადასხვა მონაცემის ანალიზის შედეგად აწესებს და საუკეთესო შედეგების მქონე მხოლოდ ერთ ქვეყანას გადასცემს.

გვიხარია და გვეამაყება, რომ ევროპაში საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. პროდუქტი, რომელსაც ჩვენი სტუმრები და თანამშრომლები ასე გემრიელად მიირთმევენ, შემოწმების რამდენიმე ეტაპს და ხარისხის კონტროლის საფეხურებს გადის. ინტენსიური კონტროლი ხორციელდება როგორც პროდუქტებზე, რომლისგანაც საკვები მზადდება, ასევე უკვე მზა პროდუქციაზე. მაგალითად, სანამ თქვენ იყიდით ,,ბიგმაკს'', ის შემოწმების 98 საფეხურს გადის. ხორცი გადის ხარისხის 50-მდე შემოწმებას. კარტოფილი ფრის მოსამზადებლად ვიყენებთ საუკეთესო ჯიშების კარტოფილს, რომლის შესაწვავად გამოიყენება მხოლოდ 100%-იანი მცენარეული ზეთი. ასე რომ, ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქციას," აცხადებენ მაკდონალდსში.

მსოფლიოს 119 ქვეყანაში მაკდონალდსის 34 000-ზე მეტი რესტორანი ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს მას უკვე 6 ფილიალი აქვს.