აქტუალური
სააკაშვილი: „საქართველოს დღეს მართავს „გაზპრომის“ მთავარი კერძო აქციონერი და მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ!“

1-mikhael-aqt3საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს დღეს მართავს „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა (ვიდეო იხილეთ აქ).
საქართველოს დღეს მართავს „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი და მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “გაზპრომის” მთავარმა კერძო აქციონერმა გაიმარჯვა. ეს არის ფაქტი და გინდა, ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ, გინდა – ისეთი. „გაზპრომს“ რა კავშირი აქვს პუტინთან, ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, არის წყალქვეშა დინებები, რომელიც არ შეიძლება, ჩემს შეშფოთებას არ იწვევდეს. ამავე დროს, ქართველი ხალხი მყარად არის ჩამოყალიბებული. ქართველ ხალხს არ მიუცია ხმა პუტინისთვის 2012 წელს, მან მისცა ხმა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ამ მთავრობამ და მისმა უფროსმა, „გაზპრომის“ მთავარმა აქციონერმა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ის ყოველთვის, საქართველოს ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის „გაზპრომის“ აქციონერის მიერ დაკომპლექტებულს დასჯის, თუ რაღაც არ მოეწონება”.