უცხოეთი
ავაკოვმა ნაცგვარდიის შემადგენლობაში საინფორმაციო უსაფრთხოების განყოფილება ჩამოაყალიბა

1-yellowblue-zar2საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის ნაცგვარდიის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა საინფორმაციო უსაფრთხოების სამმართველო. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა არსენ ავაკოვმა სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ნაციონალური გვარდიის შემადგენლობაში შეიქმნა საინფორმაციო უსაფრთხოების სამმართველო. საინფორმაციო ნაკადები და კომუნიკაციები, ურთიერთქმედება და საინფორმაციო ნაკადების ოპერატიული მართვა საბრძოლო ვითარების რეჟიმში, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ინტერპრეტაცია ოპერატიული მმართველობითი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად - ასეთია აღნიშნული სამმართველოს ღია ფუნქციების არასრული ჩამონათვალი“, - აღნიშნა უკრაინის შს ხელმძღვანელმა, რომლის თქმითაც, სამმართველოს იური სტეცი ჩაუდგება სათავეში.