უცხოეთი
პოროშენკოს ქართველი მრჩეველი უკრაინის მომავალს რეფორმების გარეშე ვერ ხედავს

1-nude-zar3საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. უკრაინა „რუსეთის გაზის ნემსიდან უნდა ჩამოვიდეს“ და გაბედული ნაბიჯები გადადგას ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის, რომლის სავალალო მდგომარეობა ღრმავდება უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯებითა და კორუფციით, - განუცხადა „როიტერს“ ყოფილმა რუსმა მაგნატმა კახა ბენდუქიძემ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოს თხოვნაზე, გამხდარიყო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, თანხმობა განაცხადა.
2000-იან წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი რეფორმატორი ბენდუქიძის თქმით, უკრაინას რეფორმების 2 ან 3 ტალღა ელის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, რომელიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წელს შესაძლოა 7%-ით შემცირდეს.

მის მიერ შეთავაზებული რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემის ცვლილებებს, ქვეყნის შიგნით მოხმარებულ გაზზე ფასების ზრდას, სახელმწიფო აპარატის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას, კორუფციასთან დაუნდობელ ბრძოლას.
დღეს საკითხი მარტივად დგას - ყოფნა-არყოფნა, - განაცხადა ბენდუქიძემ, - თუ უკრაინა ამ რეფორმებს არ გაატარებს, შესაძლოა გაქრეს როგორც სახელმწიფო“.
„უკრაინა და საქართველო საერთო ინტერესებისა და საერთო მტრის ქვეყნებად იქცნენ, ჩვენ ბარიკადების ერთ მხარეს აღმოვჩნდით“, - განაცხადა მან.