უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინა გეოპოლიტიკურ თამაშში საჯილდაო ქვად იქცა

1-pondering-zar2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. სამწუხაროდ, უკრაინის გამოყენებას საჯილდაო ქვად შეეცადნენ არაშორსმჭვრეტელურ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელიც უგულებელჰყოფს მის მრავალწახნაგოვან კულტურას, ტრადიციებს და მიმართულია მხოლოდ დასავლეთის მიერ უშუალოდ კონტროლირებადი ტერიტორიების მოახლოებისკენ რუსეთის საზღვრებთან“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ნებენზიამ მესამე საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე.

მისი თქმით, რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ მოძმე უკრაინელ ხალხს შეუძლია მშვიდობისა და მდგრადი განვითარების გზას დაუბრუნდეს. „ჩვენ ამას მომავალშიც შევუწყობთ ხელს, მტკიცედ დავუჭერთ მხარს კონფლიქტის სწრაფ დეესკალაციას, საერთოუკრაინული დიალოგის გამართვას იმ შეთანხმებების მისაღწევად, რომლებიც ყველა რეგიონსა და მათ მოქალაქეებს დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.