აქტუალური
საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვის მიზნით 5 მილიონ 756 ათასი ლარი დაიხარჯება

1-kvati-aqt3საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის განკარგულებით, არჩევნების მეორე ტურის გამართვის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ ლარს მიიღებს. 2 537 000 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გააჩნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის საკომპენსაციო რესურსს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებმა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თანხის მოცულობა ჯამურად 1 660 000 ლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დაფინანსებას თანხის მოცულობის დაზუსტების შემდეგ გამოყოფს.