აქტუალური
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) და ცესკო 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

1-cess-aqt1საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. მხარეები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს, ასევე ეროვნულ საერთო მაუწყებლებს - განაგრძონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა. ასევე მიმართვა იმ ადგილობრივ მაუწყებლებსაც ეხება, რომელთა სამაუწყებლო ზონაშიც ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირთა (მერები, გამგებლები) არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის არჩევნების, როგორც პირველი ტურის, ისე მეორე ტურის  ჩათვლით ხორციელდება.