აქტუალური
ჩვენ საბოლოოდ ვთქვით უარი სიცრუესა და ძალადობაზე, რაც საარჩევნო პროცესშიც გამოჩნდა. არჩევნების დემოკრატიულ, მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კანდიდატებს სულ რაღაც 2-3% დაგვაკლდა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად

1-narman41-aqt2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი.
“მეგობრებო, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა. ეს ერთ მხრივ კარგიცაა, რადგან მეტი საშუალება გვეძლევა, ჩვენი სათქმელი საზოგადოების ყურამდე უკეთესად მივიტანოთ.
ჩვენი მიზანი  თბილისის კომფორტულ ქალაქად ქცევა და თბილისელების კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მკაცრ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული მრავალკომპონენტიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლისგანაც სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ:

1. დავუბრუნოთ თბილისს ისტორიული ფუნქცია და ვაქციოთ იგი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად;

2. გადავაქციოთ თბილისი ჯანსაღ და კომფორტულ ქალაქად;

3. შევქმნათ  სოლიდარული საზოგადოება და თითოეულ ოჯახში შევიტანოთ კეთილდღეობა.

იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურისთვის განსაკუთრებით გააქტიურდება და ყველას დაანახებს, რომ არ აპირებს პასიურობის გამო თბილისი ადამიანების მცირე ჯგუფის პარტიულ ინტერესებს მორგებულ პირადი გამდიდრების წყაროდ დატოვოს.

ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ და თქვენთან ერთად დავუბრუნებთ თბილისს მის მოქალაქეებს!” - ნათქვამია, კერძოდ, დავით ნარმანიას განცხადებაში.