საზოგადოება
კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები კონკურენტებს სატელევიზიო დებატებს სთავაზობენ

1-nargar-saz3საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. თვითმმართველ ქალაქებში, სადაც დანიშნულია არჩევნების მეორე ტური, მერობის კანდიდატების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა შეიძინა სატელევიზიო დებატებმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“  რუსთავის,  ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, გორის, თელავის და მცხეთის მერობის კანდიდატები თავის კონკურენტებს სატელევიზიო დებატებს სთავაზობენ, რომლის დროსაც ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, დასვან სასურველი შეკითხვები და თითოეული კანდიდატისგან  მიიღონ ამომწურავი პასუხები.

ეს ფორმატი შესაძლებელს გახდის,  მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ მოუმინოს მერობის კანდიდატებს,  უფრო მეტი გაიგოს მათი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუადვილებს საბოლოო არჩევანის გაკეთებას.