უცხოეთი
აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია

1-moneyam-zar-3_300_270საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. Bloomberg-ს ცნობით: აშშ-ის ეკონომიკა 2014 წლის პირველ კვარტალში 2.9%-ით შემცირდა წლიური მაჩვნებლით, ანუ დაახლოებით 0.75 პროცენტით 2013 წლის მეოთხე კვარტლისთვის. ვარდნა ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა 2009 წლის პირველი სამი თვის შემდეგ, როცა გლობალური ფინანსური კრიზისის ეფექტმა იჩინა თავი.

შედეგი ეკონომისტთა პროგნოზზე უარესი აღმოჩნდა, რომლებიც მთლიანი შიდ აპროდუქტის 1.8%-ით შემცირებას ელოდნენ. უფრო მეტიც, ყველაზე ნეგატიური პროგნოზი (2.4%) არსობრივად ნაკლები იყო რეალურ მაჩვენებელზე.

მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენლებიდან დადებით ზონაში აღმოჩნდა მხოლოდ კერძო მოხმარება, რომელიც 1 %-ით გაიზარდა წლიური მაჩვენებლით და ეს მონაცემიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი გამოდგა.