უცხოეთი
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი აფხაზეთის მცხოვრებლებს დააზარალებს

1-Interview-zar-1საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. აფხაზმა პარლამენტარებმა რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების დადების წინადადება წამოაყენეს, რომელიც რესპუბლიკის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთის კანონისგან გაათავისუფლებს. დეპუტატები შიშობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აფხაზეთის მოსახლეობის მინიმუმ მესამედს დაეკისროს. ამასთან, ისინი ითხოვენ რესპუბლიკის მცხოვრებლების ჩართვას რუსეთის სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში, რადგან, სხვაგვარად, საქართველოში მკურნალობა მოუწევთ.

ახალი რუსული კანონის მიხედვით, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდება, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ცნობის არმიწოდების გამო გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (500-1000 რუბლის ოდენობის ჯარიმა) ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (200000 რუბლამდე ჯარიმა და 400-საათიანი სავალდებულო სამუშაოები).

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთის კანონის მოქმედების ქვეშ ექცევა აფხაზეთის 242 ათასი მცხოვრების მესამედი (2012 წლის სტატისტიკა), რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა გათვლებით. აფხაზეთის 30 ათასი მოქალაქე დაბადებიდან მუდმივად ცხოვრობს რუსეთში, 52 ათასი პენსიონერი, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, დარეგისტრირებულია სოჭის ერთ-ერთ პანსიონატში, - აღნიშნეს საიდ ხარაზიამ და ადგურ ხარაზიამ სახელმწიფო დუმის სხდომაზე.

აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად,  რესპუბლიკაში დაბადებულები მის მოქალაქეებად ითვლებიან, - აღნიშნა საიდ ხარაზიამ. ამავე დროს, კანონი უკრძალავს აფხაზებს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა რუსეთისა, - დასძინა მან. შედეგად, აფხაზები, რომლებიც მუდმივად რუსეთში ცხოვრობენ, ახალი რუსული კანონის მოქმედებას ექვემდებარებიან და თავადაც რომ არ იციან, ისე, მის დამრღვევებად იქცევიან.