საზოგადოება
“რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადება არა მარტო საქართველოს ეხება, ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს აწერენ ასოცირების ხელშეკრულებას, უკრაინას, მოლდოვას. ეს ზოგადი განცხადებაა, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, რუსეთს ყველაზე ნაკლები რესურსები საქართველოს წინააღმდეგ აქვს. საქართველოს გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგად პრაქტიკულად ჩვენ დისტანცირებული ვართ რუსეთისგან როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, როცა ჩვენ არც კი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
არ ველოდები, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოს დაზარალება, თუმცა ბუნებრივია, დღევანდელი განცხადებით ჩანს, რომ რუსეთს წარმოდგენები აქვს, თუ რა მოხდება ეკონომიკის მიმართულებით”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.