ალექსი პეტრიაშვილი: „რამდენიმე საათი რჩება ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე“
საქართველო, 26 ივნისი,
საქინფორმი.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონკრეტულ შედეგებს რამდენიმე წელიწადში მივიღებთ, როდესაც საქართველოს მოდერნიზაცია მოხდება, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა
ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„რამდენიმე საათი რჩება ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი. ამის კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ რამდენიმე წელიწადში, როდესაც საქართველოს მოდერნიზაცია მოხდება. საქართველო გამალებული ტემპებით განახორციელებს რეფორმებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, დოვლათის შექმნას, სამუშაო ადგილების შექმნას. რეალურად ჩვენი ქვეყანა იქნება დემოკრატიული, ევროპული განვითარებული სახელმწიფო", - განაცხადა პეტრიაშვილმა.