სამართალი
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

1-drugs-samart-2საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სამართალდამცველები 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომლებზეც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.