აქტუალური
ალასანიამ აღნიშნა ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტში „საქართველო III” ლატვიის აქტიური ჩართულობა

zased-aqt2საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას რაიმონდ ვეიონისს უმასპინძლა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რაიომონდ ვეიონისს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა  ლატვიელ სტუმარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.