აქტუალური
რაიმონდ ვეიონისი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა და ბათუმში თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

xutosnebi-aqt1საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის თავდაცვის მინისტრი  რაიმონდ ვეიონისი ესტუმრა. ლატვიელ კოლეგას  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას  სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და რაიმონდ ვეიონისმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს.