საზოგადოება
უილიამ ჰეიგი: „დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი უელსის სამიტზე აღიარებული იქნება“

Heigi-saz-3საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ძალიან დიდი  იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უელსის სამიტზე აღიარებული იქნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნატო- ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანი ქტორია. ბევრი ქვეყანაა, რომლებმაც დიდი პროგრესი განიცად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი უელსის სამიტზე აღიარებული იქნება”, - განაცხადა უილიამ ჰეიგმა.

სააგენტო Reuters ალიანსში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ  უელსის სამიტზე, საქართველომ, შესაძლოა, გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგის გეგმა მიიღოს.
როგორც სააგენტოს სანდო წყარო განმარტავს, ნატოს წევრი ქვეყნები ჯერჯერობით ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს.
ნატოს სამიტი უელსში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.