პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: „საქართველოს მოლოდინი და ამბიცია არის ნატო-ს წევრობა და ამ გზაზე ინტეგრაციული ნაბიჯების გადადგმა“

Para-pol-3საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა.

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, თუ რა არის საქართველოს მოლოდინი და ამბიცია ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით – ეს არის ნატო-წევრობა და ამ გზაზე ინტეგრაციული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ნატო-ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი პარტნიორი და ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პარტნიორობა გაღრმავდეს. შეხვედრაზე ხაზი გაუსვი, იმას რომ საქართველოს აქვს ჩვენი პროგრესის ადეკვატური ასახვის მოლოდინი. გენერალური მდივანი ეთანხმება იმას, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევისთვის. გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიულოცა წარმატებით ჩატარებული არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა“, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.