აქტუალური
ირაკლი ალასანია: „აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო ნატოს სრული წევრობისთვის მზად არ არის“

Alas-aqt3საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო  ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს საქართველოს და ნატო საუბრობს ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯებზე, რომელიც არის MAP-ი. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ ვიყოთ სრულად მზად პოლიტიკური სისტემის, უსაფრთხოების ზომების, თავდაცვის უნარიანობის დონით ნატო-წევრობისთვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯებზე და მე ვაშინგტონშიც ავღნიშნე და ვთვლი, რომ ის რუსეთის აგრესია, რომელიც უკრაინაში ხდება და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან უნდა დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოვლენები“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მისთვის არც ერთ ქართველ მინისტრს არ უთქვამს, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთვის მზად არის. ამის შესახებ აპატურაიმ გუშინ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.