აქტუალური
დარღვევები საზღვაო დეპარტამენტში

sazgvaoსაზღვაო სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსი ბადრი პოტენაძე და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ვერა ქობალიას განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტში დარღვევები ჯერ კიდევ სამი წლის წინათ აღმოაჩინა და დეპარტამენტს რეკომენდაციებიც მისცა. გაირკვა რომ, დარღვევის შესახებ ინფორმაცია საზღვაო სატრანსპორტო დეპარტამენტმა თავის დროზე სამინისტროს არ შეატყობინა.
ვერა ქობალია განმარტავს, რომ საზღვაო სატრანსპორტო დეპარტამენტში თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მაშინ საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დიპლომი ძალას დაკარგავს და მათ, შესაძლოა, ევროპულ გემებზე მუშაობა ვერ შეძლონ. მინისტრის თქმით, 2011 წლის დასაწყისში საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრები ჩამოვლენ და საზღვაო სისტემაში არსებულ პრობლემებს დატალურად შეისწავლიან.