აქტუალური
საქართველოს დელეგაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა

Mimino-aqt2საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ქართული დელეგაცია ქალაქ დილიჟანში გამართულ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ერთობლივი მართვის კომიტეტის პირველ სხდომას დაესწრო, რომლის მიზანსაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროექტის ბენეფიციარები ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონები იქნებიან. პროგრამაში, სომხეთის მხრიდან, ჩაერთვება ლორის, შირაკისა და ტავუშის რეგიონები, ხოლო საქართველოში ეს პროგრამა 2 რეგიონს მოიცავს - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის საქართველო-სომხეთს შორის განსახორციელებელ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს და მისი საერთო ბიუჯეტი 1,35 მილიონ ევროს შეადგენს.