აქტუალური
საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ორი დღის განმავლობაში, ქართველ სერჟანტებს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის სერჟანტები და ოფიცრები სემინარს უტარებდნენ. სწავლება ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის სერჟანტების დონეზე მიმდინარეობდა. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა წაიკითხეს ლექციები თემებზე: სერჟანტის როლი მშვიდობისა და ომის დროს, სერჟანტთა კარიერული განვითარება, ოფიცრისა და სერჟანტის ურთიერთობა.