სამართალი
ალექსანდრე ჭიკაიძე: „ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩემთვის იყო სასაზღვრო პოლიცია, სანაპირო დაცვა. მის განვითარებას ძალიან ვუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, რესურსი საჭიროა“

Handshake-sam1-mtavariსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. „ჩვენი სახსრებიდან ფინანსდება ნაწილი. სანაპირო დაცვის მოწყობაში ამერიკული მხარე ძალიან დაგვეხმარა. მათი თანადგომით, მათი დაფინანსებით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის განვითარება, აშენება, რაც შეუწყობს ხელს ჩვენი სანაპირო ხაზის დაცვას და ეფექტურ მუშაობას. ასევე , ეს შენობა განკუთვნილი იქნება კრიზისული სიტუაციების დროს 
მუშაობისთვის. აქ შეიკრიბება რამდენიმე უწყების წარმომადგენელი და უფრო 
მარტივად გადაწყდება სხვადასხვა საკითხები, რაც ხელს შეუწყობს მრავალი 
პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა შსს მინისტრმა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობის გახსნაზე.

applauds-sam1-qvem