რედაქტორისგან
საქინფორმი: „არის თუ არა საქართველოში სიტყვის თავისუფლება? - ამას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერამდე ორი დღით ადრე“

Sheuchama-saz1საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. დღეს, 2014 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს მამუკა ხაზარაძის (სს TBC ბანკის თავმჯდომარე, მის მიერვე დაფუძნებულია 1992 წელს) სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ (ქართული პრესის ფლაგმანი, გამოიცემა 1992 წლიდან) წინააღმდეგ. თავის „შელახულ პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას“ ბატონი მამუკა 320 ათას ლარად (184 ათასი $) აფასებს, რომელსაც იგი კომპენსაციის სახით ითხოვს „ასავალ-დასავალისგან“ და რომელსაც, როგორც ირწმუნება, მაშინვე „თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას“ მოახმარს.
მოახერხებს კი ბატონი ბანკირი ამ ფულით ქართული ჟურნალისტური კორპუსის ყიდვას და მათ მისევას დამსახურებულ კოლეგებზე? მოახერხებს კი ბანკირი ყველა მთავარი რედაქტორის, გამომცემლის და ჟურნალისტის დაშინებას და თავისუფალი სიტყვის დასამარებას საქართველოში, რაც სააკაშვილმაც კი ვერ შეძლო? რა მორალური და ფინანსური კრიტერიუმებით შეფასდა 320 ათას ლარად „ბანკირის შელახული პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია“? - ჯერ-ჯერობით უცნობია და სწორედ დღეს ამ ფაქტის მტკიცებულებები და შესაბამისი დაანგარიშებები უნდა წარუდგინოს სასამართლოს ბატონმა ხაზარაძემ (წინააღმდეგ შემთხვევაში „ასავალ-დასავალი“ შეიტანს შესაგებებელ სარჩელს ცილისწამებისთვის).

სამაგიეროდ ცნობილია, რომ სახელმწიფოს ევროპული სტანდარტების შესაბამისობის კრიტერიუმს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება წარმოადგენს.

თავის მხრივ, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებმა უკვე წარმოადგინეს მტკიცებულებების სახით საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებშიც მოყვანილია მრავალრიცხოვანი დადასტურება და დოკუმენტი TBC ბანკისა და მისი მეთაურის (წარსულში - კომკავშირელი „ბელადის“, რომელიც მიტინგის დარბევაში ღებულობდა მონაწილეობას და ამის დამადასტურებელ ვიდეომასალას „ასავალ-დასავალი“ სასამართლოში წარადგენს) მიერ მოტყუებული მეანაბრეების და გაკოტრებული ბანკირებისა და მოქალაქეების შესახებ.

P.S. ბატონებო! თუ თქვენი გამოსახულება სარკეში არ მოგეწონათ, მაგალითად გრძელი ცხვირის გამო, სარკის ლანძღვა დიდი სიბრიყვის ნიშანია! „ასავალ-დასავალი“ საქართველოს უახლესი ისტორიის სარკეა და თუ რა რამე არ მოგწონთ, მიზეზი ეძებეთ თქვენში, და არა თქვენს ანარეკლში, და ეცადეთ, მომავალში მაინც გამოიყურებოდეთ სიმპატიურად...