რედაქტორისგან
სენსაცია! ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე 3 დღით ადრე დავით ნარმანია საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის - სახელმწიფო ნეიტრალიტეტის - მომხრედ მოგვევლინა!

Sensacia-pol-1-red-1საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინწინ, 23 ივნისს სათაურითნებისმიერ არჩევნებში ის ძალა გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს შეცვლის“, საქინფორმმა გამოაქვეყნა ტრადიციული ორშაბათის ინტერვიუ არნო ხიდირბეგიშვილთან.
„მე ვიცირეცეპტი“, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაამარჯვებინებს ყველა მომავალ არჩევნებში, თუ ის ჩემსმკურნალობასდაექვემდებარება. საქართველოში ნებისმიერ არჩევნებში ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას დააპირებს, ანუ არა ევროკავშირთან ასოცირებისა და ნატოს წევრობისკენ, არამედ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევრაზიული კავშირისკენ აიღებს გეზს. აი მაშინ იმ პარტიის თუ კოალიციის ელექტორატს დაემატება ამომრჩეველთა ის ორი მესამედი, 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიუღია! - აცხადებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი ინტერვიუში, რომელშიც პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვებს და აფასებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მოსალოდნელ მეორე ტურს.

როგორც ჩანს, თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ღირსეულად შეაფასა საქინფორმის მთავარი რედაქტორის რჩევა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე 3 დღით ადრე იგი თამამად აღუდგა წინ ხელისუფლების ოფიციალურ ევროატლანტიკურ კურსს და გამოვიდა ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის მხარდაჭერით და საქართველოს სახელმწიფო ნეიტრალიტეტის მოთხოვნით! ექს-მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მხრიდან ნებისმიერ ტელეარხზე დებატებში გამოწვევის საპასუხოდ დავით ნარმანიამ უარი განაცხადა შეხვედრაზე ნებისმიერი ქართული ტელეკომპანიის სტუდიაში და დებატებზე დათანხმდა მხოლოდ „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“, რამაც დიდი თავსატეხი და სადავიდარაბო გაუჩინა ყველა თბილისელს.

სინამდვილეში კი დავით ნარმანია ფრიად შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი აღმოჩნდა და ერთი ფრაზით, რომელიც ვერავინ საქართველოში ვერ გაიგო, ბევრი რამ თქვა:

- რომ საქართველოს ყველა ტელეკომპანია - „რუსთავი - 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“ და „კავკასია“ - წარმოადგენენ არა ნეიტრალურ, არამედ მტრულ ტერიტორიებს, და არა მხოლოდ მისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არიან;

- რომ მერობის კანდიდატების შეხვედრა უნდა შედგეს, რა თქმა უნდა, „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“, თბილისში, და არა საზღვარგარეთ - ნეიტრალურ ქვეყნებში: ფინეთში, შვედეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ირლანდიაში, თურქმენეთში, ლაოსში, კამბოჯაში ან მალტაზე, რისთვისაც საქართველომ უსწრაფესად, მეორე ტურის გამოცხადებამდე, ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად უნდა გამოაცხადოს სახელმწიფო და სამხედრო ნეიტრალიტეტზე გადასვლის შესახებ.

სწორედ ამას, და არ სხვა რაიმეს გულისხმობდა დავით ნარმანია, რადგან იგი არ მიეკუთვნება „ქურდული მენტალიტეტის“ მატარებელ მოქალაქეთა რიცხვს, რომლებიც ურთიერთობებს ქუჩურ გარჩევებში არკვევენ - ნეიტრალურ ტერიტორიაზე...