სამართალი
თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული სამხედრო სტრატეგია განაახლა

davamtavre-sam3საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია“ 2005 წელს დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს.
„საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია“ არის ქვეყნის ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის გათვალისწინებით, მიმოიხილავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ გამოიწვია არსებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის დოკუმენტების გადახედვის საჭიროება. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინაციით, ინიცირებულ იქნა უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდა „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“, „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007-2009 წწ. დოკუმენტის“ და „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007“-ის განახლება. „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ შემუშავება წარმოადგენს ამ პროცესის შემადგენელ ნაწილს. „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში“ წარმოდგენილი სამხედრო მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს შედეგად გაჩენილი ახალი საჭიროებების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, საქართველოს კანონმდებლობას და ასახავს საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ ღირებულებებს, ვალდებულებებსა და ნორმებს. „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიასამტკიცებს საქართველოს მთავრობა“, - ნათქვამია “საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის” შესავალში.