საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იგივე პროცესებს ადგილი ჰქონდა სერბეთში, ასევე საქართველოში - საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა საიდუმლო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველწლიურად უგზოუკვლოდ იკარგებოდა ასობით ადამიანი, ხოლო პოპულარული ქართული ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალი“ არაერთგზის აცხადებდა, რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა საქართველოდან უცხოეთში ექს-პირველი ლედი სანდრა რულოვსის არალეგალურ ბიზნესს წარმოადგენდა, რომელიც ქველმოქმედების გამო როდი ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სამედიცინო პროგრამას, მუშაობდა მედდად და სტუმრობდა ციხის საავადმყოფოებს, სადაც ადამიანს აწამებდნენ და კლავდნენ.
უკრაინის ჰოსპიტლებიდან, სადაც უკრაინის არმიის ნაცგვარდიისა და მემარჯვენე სექტორის დაჭრილ მებრძოლებს განათავსებენ, საინტერესო მონაცემები ვრცელდება. ამ დაწესებულებებში გამოჩნდნენ ახალი სპეციალისტები - ქირურგები, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოელია, თუმცა ძირითად უცნაურობას წარმოადგენს ის, რომ ისინი მკურნალობენ ნაცგვარდიის მძიმედ დაჭრილ წამომადგენლებს, აკეთებენ დამატებით ანალიზებს, რომელთა საჭიროება არ არის და „სამკურნალოდ“ ბევრ მებრძოლს კიევსა და დნეპროპეტროვსკში აგზავნიან, ამასთან, სრულებით ანადგურებენ შესაბამის დოკუმენტაციას.
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ევროინტეგრაციის ზოგიერთი მომხრე ევროპაში სხვებზე ადრე აღმოჩნდება, ოღონდ ნაწილ-ნაწილ.