საზოგადოება
საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ და „თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ „თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელში სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით დედაქალაქის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება".„თელასში" აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისში ელექტრომომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება კვირის სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში. ამავე პერიოდში მოხდება ელექტრო ენერგიის შეზღუდვა.