სამართალი
40 ქართველი ირლანდიიდან გამოაძევეს

deportacia2ირლანდიელმა სამართალდამცავებმა ქართველების დეპორტაცია განახორციელეს. საქართველოს მოქალაქეები დუბლინიდან სამშობლოში დღეს ჩამოფრინდნენ. დეპორტაციის მიზეზი მათი ირლანდიაში არალეგალურად ცხოვრება გახდა. დეპორტირებულთა აზრით, მათი ქვეყნიდან გაძევება ირლანდიაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. "ზოგი ბინებიდან აგვიყვანეს, ზოგიც - ქუჩიდან. 10 წუთი მოგვცეს მოსამზადებლად. ნივთები ცელოფნებში ჩაგვიყარეს და აეროპორტში გადაგვიყვანეს", - აცხადებენ სამშობლოში დაბრუნებული ქართველები.