სამართალდამცველებმა გიორგი მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ვაზნა, გოგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 8 ვაზნით, ცეცხლსასროლი თოფი ვინჩესტერი 26 ვაზნით და 10 000 აშშ დოლარი, კობა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და 1 ცალი ხელყუმბარა, ნიკოლოზ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთოს თანხა 12 260 ლარის ოდენობით, ხოლო ოთარ ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩანაწერებიანი ბლოკნოტი (ე.წ. ტყავი) და ე.წ. საერთოს თანხა 210 ლარის ოდენობით ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.