სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 5 თვის და მაისის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

Policia-sam2საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. 2014 წლის 5 თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 11 912 დანაშაული, აქედან 7 932 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 66,59%. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 9,86 %-თ იკლო.

2014 წლის მაისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2 250 დანაშაული, აქედან 1388 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 61,69%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 13,63 %.

დაწვრილებით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას 2014 წლის 5 თვეში (იანვარიდან - მაისამდე) გაეცანით აქ.
დაწვრილებით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა2014 წლის მაისის თვეში გაეცანით აქ.

საქინფორმი.