პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს დაინიშნა

Golosovanie-polit-3საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის თარიღი განსაზღვრა, - 29 ივნისს მაჟორიტარული წესით კენჭისყრა შემდეგ საარჩევნო უბნებში ჩატარდება:

№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;

№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;

№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;

№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.