უცხოეთი
დააკავეს მოსამართლე, რომელმაც სადამ ჰუსეინს სიკვდილი მიუსაჯა

Abdulh-zar3საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ერაყში დაკავებულ აბდელ რაჰმან რაშიდს სიკვდილით დასჯას უპირებენ.

ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის გამომტანი მოსამართლე რაუფ აბდელ რაჰმან რაშიდი, რომელიც ასევე ცნობილია თავისი აქტიური თანამშრომლობით ამერიკის ადმინისტრაციასთან, ერაყელმა მეამბოხეებმა დაატყვევეს.

რაშიდის დაკავებას თავის მიკრობლოგზე მრავალი ავტორი მიესალმა. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთმა მათგანმა თავის მკითხველს თავად სადამ ჰუსეინის სიტყვები შეახსენა, რომლითაც მან ოკუპაციური ხელისუფლების ხელშემწყობებს მიმართა: „მე ამერიკელები გამასამართლებენ, თქვენ კი თქვენივე ხალხი“.

შეგახსენებთ, რომ სადამ ჰუსეინი 2006 წლის 30 დეკემბერს ჩამოახრჩვეს.