მაჭავარიანმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ ევროპაში არანორმალურად მიაჩნიათ ის, რომ შეთანხმებას ხელს სახელმწიფო მეთაური არ აწერს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერს, სადაც, საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, თუმცა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში გაემგზავრება თუ არა.
„დელეგაციის შემადგენლობა გარკვეულწილად გარკვეულია, მაგრამ საბოლოო სახე მიღებული არ აქვს. ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ამას წინათ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთვას. კერძოდ, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.