საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლა

xelichamomartvi-saz1საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სამუშაო საუზმის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა. აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააცილა.